8.24. PayPal და ევროპული Visa ბარათი

ევროპული Visa ბარათის დაკავშირება შესაძლებელია PayPal სისტემასთან. PayPal-ზე რეგისტრაციისას გაითვალისწინეთ, რომ ანგარიშზე უნდა გქონდეთ 1.50 ევრო, რომელიც ჩამოგეჭრებათ რეგისტრაციის მომენტში, რათა დადასტურდეს თქვენი ბარათი და ჩამოჭრილი თანხა დაგიბრუნდებათ მალევე უკან. 

დაკავშირების შემდეგ შეძლებთ მარტივად გადაიხადოთ PayPal-ით ან ჩარიცხოთ PayPal-იდან თანხა ბარათზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ PayPal სისტემიდან თქვენს ბარათზე თანხის გადმორიცხვის შემთხვევაში, ტრანზაქციის დასრულებას და თქვენს ანგარიშზე ასახვას შესაძლოა დასჭირდეს 10 დღე.  თუ 10 დღის განმავლობაში არ აგესახებათ თანხა ანგარიშზე, გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურს.