სს ,,პეისერა ბანკი საქართველო“ მომხმარებლების იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დადგენილი კანონმდებლობის და სხვა სამართლებრივი აქტების გათვალისწინებით. ბანკი სრულად იცავს მომხმარებლის პერსონალური მონაცემებს და მათ დამუშავებას უზრუნველყოფს შესაბამისი კანონმდებლობის გათვალისწინებით. მომხმარებლის მიერ მოწოდებული მონაცემები კონფიდენციალურია და არ ექვემდებარება გამჟღავნებას მესამე პირებისთვის, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
იმისათვის, რომ ისარგებლოთ Paysera პროდუქტებით, სრულად უნდა გაიაროთ იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცედურა, ამისათვის სისტემაში უნდა ატვირთოთ თქვენი ვალიდური საერთაშორისო პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ფოტო, გადაიღოთ სელფი და შეავსოთ კითხვარი ,,იცნობდე შენს კლიენტს“. ასევე აუცილებელია, რომ სისტემაში შეიყვანოთ და დაადასტუროთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მიიღებთ ბანკისგან სხვადასხვა სახის ინფორმაციას. ასევე მიიღებთ შეტყობინებას თქვენი ანგარიშების სტატუსის შესახებ.