1.01. რეგისტრაცია და ანგარიშის გახსნა დისტანციურად

სს ,,პეისერა ბანკი საქართველო" გაძლევთ შესაძლებლობას დარეგისტრირდეთ და გახსნათ Paysera ევროპული ანგარიში სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად, Paysera Super App-ის საშუალებით, რომელიც შეგიძლიათ სწრაფად და მარტივად ჩამოტვირთოთ Google PlayApp Store და AppGallery-დან. 

აპლიკაციის ჩამოტვირთვა და ანგარიშის გახსნა უფასოა.

Paysera ევროპული ანგარიშის გახსნისათვის დაგჭირდებათ თქვენი პირადობის დამადასტურებელი ვალიდური საიდენტიფიკაციო დოკუმენტი.     

 

როგორ დავრეგისტრირდეთ?

რეგისტრაციისათვის დააჭირეთ ღილაკს ''ანგარიშის შექმნა''.  შეიყვანეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და სასურველი პაროლი, მითითებული ლინკების მეშვეობით გთხოვთ გაეცანით  ,,მომსახურების გენერალურ ხელშეკრულებას“, ,,მობილური აპლიკაციის გამოყენების წესებს" და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას" და გვერდზე მითითებული ღილაკის მონიშვნით დაეთანხმეთ აღნიშნული ხელშეკრულების პირობებს.  პროცესის გასაგრძელებლად გთხოვთ კვლავ დააჭიროთ ღილაკს ''ანგარიშის შექმნა''. თქვენ მიიღებთ დადასტურების კოდს მითითებულ ტელეფონის ნომერზე, რომელიც გთხოვთ შეიყვანოთ შესაბამის ველში და დაადასტუროთ თქვენი ტელეფონის ნომერი. 

სისტემა მოგთხოვთ PIN კოდის დაყენებას > გთხოვთ დააყენოთ 5 ციფრისგან შემქნილი PIN კოდი, რომელსაც გამოიყენებთ აპლიკაციაში შესასვლელად.  შემდეგ ეტაპზე გასავლისას გთხოვთ მიუთითოთ და დაადასტუროთ თქვენი ელექტრონული ფოსტა, აღნიშნულ ელ.ფოსტაზე მოსული ერთჯერადი პაროლის მითითებით. 

ზემოთ მოცემული ნაბიჯების წარმატებით გავლის შემდეგ, მომხმარებელი გადადის იდენტიფიკაციის პროცესზე, რომელიც მოიცავს შემდეგ პროცესებს:  KYC- იცნობდე შენს კლიენტს კითხვარის შევსება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვა, სელფის გადაღება და პირადი ინფორმაციის მითითება.  

Paysera მომსახურების სრულად მისაღებად, აუცილებელია რომ სრულად გაიაროთ იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცედურა და შეავსოთ ყველა მონაცემი. 

მონაცემების შევსები და მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, მოხდება თქვენი ანგარიშების გახსნა და პროფილილის გააქტიურება. 

პროფილში შესასვლელად დაგჭირდებათ მომხმარებლის სახელი, რომელიც არის თქვენი ტელეფონის ნომერი ან დადასტურებული ელ.ფოსტა და პაროლი, რომელიც თქვენს მიერ არის შემქნილი. პროფილზე წვდომა გექნებათ როგორც  Paysera Super App-ის, ასევე  ინტერნეტ ბანკის მეშვეობით. 

თუ თქვენს პროფილზე ამჯობინებთ შესვლად ინტერნეტ ბანკის გამოყენებით, გირჩევთ დააყენოთ შესვლის დადასტურება მობილური აპლიკაციის გამოყენებით, იმისათვის რომ არ დაგჭირდეთ პაროლის შეყვანა ყოველ ჯერზე და შესვლა იყოს შესაძლებელი უფრო სწრაფად და მარტივად.


იხილეთ ანგარიშის გახსნის ვიდეო ინსტრუქცია მითიტებულ ბმულზე : https://www.youtube.com/watch?v=X6xEPoag0OY