პროდუქტები და სახელმძღვანელოები
(7)1. ანგარიში ფიზიკური პირებისთვის (7)2. ბიზნეს ანგარიში იურიდიული პირებისთვის (9)3. პროფილის პარამეტრები (1)4. ევროპული IBAN ანგარიში (6)5. ანგარიშის გაზიარება დამატებითი მომხმარებლისთვის (13)6. გადარიცხვები ადგილობრივ და საერთაშორისო ბანკებში (1)7. ჩარიცხვები ადგილობრივი და საერთაშორისო ბანკებიდან (3)8. თანხის კონვერტაცია ანგარიშებზე (28)9. ევროპული Visa ბარათი (2)10. ტრანზაქციები ნაღდი ფულით ბანკის მომსახურების ცენტრში (5)11. ტრანზაქციები ბარკოდით - QR კოდით (10)12. Paysera Checkout - საგადახდო ჰაბი (4)13. Paysera რითეილერი (7)14. ავტომატური გადარიცხვები (7)15. გადახდის განაწილება (7)16. თანხის ჩარიცხვის მოთხოვნა (4)17. პაროლით დაცული გადარიცხვა (6)18. ანგარიში ,,დანაზოგი" (1)19. საჩივრები და მომხმარებლების უკუკავშირი (1)20. პერსონალურ მონაცემთა დაცვა 21. ესქრო მომსახურება - დაემატება მალე (1)22. საკონტაქტო ინფორმაცია
18.02. ,,დანაზოგის" პირობები

 

,,დანაზოგის" ანგარიშის გახსნა და სრულად მართვა შესაძლებელია Paysera Super App-ის მეშვეობით, თუმცა ანგარიშების და მასზე არსებული ნაშთები ნახვა და ტრანზაქციების განხორციელება ასევე შესაძლებელია ინტერნეტ ბანკის საშუალებითაც.

,,დანაზოგის" ანგარიშის გახსნა შეუძლია როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს. 

,,დანაზოგი" შესაძლებელია გაიხსნას ნებისმიერ ვალუტაში, რის შესაძლებლობასაც გთავაზობთ პეისერა ბანკი საქართველო კონკრეტულ მომენტში. ასევე, შეგიძლიათ ,,დანაზოგის" ანგარიში გახსნათ კონკრეტული ვადის მითითებით ან ვადის გარეშე. თუმცა მიუხედავად ვადის მითითებისა,  თქვენ შეძლებთ ნებისმიერ დროს გადაიტანოთ თანხა დანაზოგის ანგარიშიდან მიმდინარე ანგარიშზე და/ან გამოიყენოთ სურვილისამებრ. 

,,დანაზოგის" გახსნისას თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ მიზნობრიობა, თუ რისთვის გსურთ თანხის დაგროვება. ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ მიზნობრიობის დასახელება გახსნის პროცესში შემოთავაზებული ვარიანტერებიდან, როგორებიცაა მაგალითად: შვებულება, მანქანა, ტელეფონი, კომპიუტერი და ა.შ. აღნიშნული დაგეხმარებათ მარტივად აკონტროლოთ დაგორვილი თანხები. 

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ! 

ამ ეტაპზე, ,,დანაზოგის" ანგარიში არ წარმოადგებს საანაბრე პროდუქტს და არ ერიცხება საპროცენო სარგებელი.