პროდუქტები და სახელმძღვანელოები
(7)1. ანგარიში ფიზიკური პირებისთვის (7)2. ბიზნეს ანგარიში იურიდიული პირებისთვის (9)3. პროფილის პარამეტრები (1)4. ევროპული IBAN ანგარიში (6)5. ანგარიშის გაზიარება დამატებითი მომხმარებლისთვის (13)6. გადარიცხვები ადგილობრივ და საერთაშორისო ბანკებში (1)7. ჩარიცხვები ადგილობრივი და საერთაშორისო ბანკებიდან (3)8. თანხის კონვერტაცია ანგარიშებზე (28)9. ევროპული Visa ბარათი (2)10. ტრანზაქციები ნაღდი ფულით ბანკის მომსახურების ცენტრში (5)11. ტრანზაქციები ბარკოდით - QR კოდით (10)12. Paysera Checkout - საგადახდო ჰაბი (4)13. Paysera რითეილერი (7)14. ავტომატური გადარიცხვები (7)15. გადახდის განაწილება (7)16. თანხის ჩარიცხვის მოთხოვნა (4)17. პაროლით დაცული გადარიცხვა (6)18. ანგარიში ,,დანაზოგი" (1)19. საჩივრები და მომხმარებლების უკუკავშირი (1)20. პერსონალურ მონაცემთა დაცვა 21. ესქრო მომსახურება - დაემატება მალე (1)22. საკონტაქტო ინფორმაცია
17.01. პაროლით დაცული გადარიცხვა

 

 

პაროლით დაცული გადარიცხვა გაძლევთ შესაძლებლობას შეასრულოთ გადარიცხვა, რომელიც მიმღებს ანგარიშზე აესახება მას შემდეგ, რაც ის სისტემაში შეიყვანს თქვენს მიერ მიწოდებულ პაროლს.

აღნიშნული ფუნქცია, მაგალითად, შეიძლება გამოყენებულ იქნას რაიმე ნივთის შეძენის დროს, როდესაც წინასწარ ხდება თანხის გადარიცხვა. თქვენ განახორციელებთ პაროლით დაცულ გადარიცხვას და ნივთის მიღების შემდეგ გაუმხელთ პაროლს მიმღებს.

პაროლს აგენერირებთ თქვენ, უშუალოდ ტრანზაქციის შესრულებისას. პაროლი შესაძლოა შედგებოდეს ასოების, ციფრების და სიმბოლოების კომბინაციისგან.

! გთხოვთ გაითვალისწინოთ: თქვენ სრულად ხართ პასუხისმგებელი მიმღებისთვის პაროლის სათანადო და უსაფრთხოდ გადაცემაზე. ასევე, გთხოვთ, უზრუნველყოთ პაროლის  მხოლოდ მიმღებისათვის გამჟღავნება.

 

პაროლით დაცული გადარიცხვისთვის არ არის შეზღუდული ვალუტა. თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ პაროლით დაცული გადარიცხვები სტანდარტულად ყველა ვალუტაში, რაშიც ახდენს ანგარიშსწორებას ბანკი.

გადარიცხვის შესრულებისას თანხა ავტომატურად გებლოკებათ ანგარიშზე და აღარ არის ხელმისაწვდომი.

შესრულებისთანავე მიმღებს მისდის შესაბამისი შეტყობინება და Paysera Super App-ში აესახება აღნიშნული გადარიცხვა შესაბამისი სტატუსით, სადაც მითითებულია ყველა დეტალი და დადასტურებისთვის საჭიროა შესაბამისი პაროლის შეყვანა.

გადარიცხვის ავტორიზაციის მომენტად ითვლება მიმღების მიერ გადარიცხვის პაროლის შეყვანის მომენტი. ასეთი  გადარიცხვა არ შეიძლება გამოთხოვილ იქნას  მას შემდეგ, რაც მიმღები შეიყვანს გადარიცხვის პაროლს. 

პაროლით დაცული გადარიცხვა აქტიურია 30 დღის განმავლობაში. თუ ამ პერიოდში მიმღები არ შეიყვანს პაროლს, გადარიცხული თანხა ავტომატურად დაბრუნდება თქვენს ანგარიშზე. აღნიშნულ პერიოდში თქვენ ასევე შეძლებთ გაუქმებას.

პაროლით დაცული გადარიცხვის ფუნქციონალით სარგებლობა შესაძლებელია არა მხოლოდ ერთჯერადი გადარიცხვის განხორციელებისას, არამედ ავტომატური გადარიცხვების რეგისტრაციის დროსაც, როდესაც მიმღები არის პეისერა ბანკი საქართველოს და/ან პეისერას ქსელში რეგისტრირებული მომხმარებელი.