პროდუქტები და სახელმძღვანელოები
(7)1. ანგარიში ფიზიკური პირებისთვის (7)2. ბიზნეს ანგარიში იურიდიული პირებისთვის (9)3. პროფილის პარამეტრები (1)4. ევროპული IBAN ანგარიში (6)5. ანგარიშის გაზიარება დამატებითი მომხმარებლისთვის (13)6. გადარიცხვები ადგილობრივ და საერთაშორისო ბანკებში (1)7. ჩარიცხვები ადგილობრივი და საერთაშორისო ბანკებიდან (3)8. თანხის კონვერტაცია ანგარიშებზე (28)9. ევროპული Visa ბარათი (2)10. ტრანზაქციები ნაღდი ფულით ბანკის მომსახურების ცენტრში (5)11. ტრანზაქციები ბარკოდით - QR კოდით (10)12. Paysera Checkout - საგადახდო ჰაბი (4)13. Paysera რითეილერი (7)14. ავტომატური გადარიცხვები (7)15. გადახდის განაწილება (7)16. თანხის ჩარიცხვის მოთხოვნა (4)17. პაროლით დაცული გადარიცხვა (6)18. ანგარიში ,,დანაზოგი" (1)19. საჩივრები და მომხმარებლების უკუკავშირი (1)20. პერსონალურ მონაცემთა დაცვა 21. ესქრო მომსახურება - დაემატება მალე (1)22. საკონტაქტო ინფორმაცია
16.01. რა არის და როგორ მუშაობს თანხის ჩარიცხვის მოთხოვნის ფუნქციონალი

 

 

თანხის ჩარიცხვის მოთხოვნის პროდუქტის მიზანია გაგიმარტივოთ ტრანზაქციების შესრულება. პროდუქტის ფუნქციონალის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ გაუგზავნოთ ჩარიცხვის მოთხოვნა თქვენთვის სასურველ პირს/პირებს, რის შედეგადაც ყველა შესაბამისი პირი მიიღებს თანხის გადარიცხვის მოთხოვნას თქვენს მიერ მითითებულ ვალუტაში და თანხაში.  ჩარიცხვის მოთხვნის რამოდენიმე პირთან გაგზავნის შემთხვევაში, თანხა გაიყოფა შესაბამისი არჩეული პირების რაოდენობაზე პროპორციულად. 

მაგალითად, 2 პიროვნებას აქვს თქვენი დავალიანება,  ჯამში 100,00 ლარი.  თანხის ჩარიცხვის მოთხოვნის  ფუნქციონალის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ გაუგზავნოთ მოთხოვნა ორივე პიროვნებას ერთდროულად. შესაბამისად თანხა გაიყოფა ორზე და თითო პირს მიუვა 50.00 ლარის გადარიცხვის მოთხოვნა.

აღნიშნული პროდუქტით სარგებლობა შესაძლებელია Paysera Super App-ის მეშვეობით.

მოთხოვნის გაგზავნისას თქვენ უნდა აირჩიოთ შესაბამისი ანგარიში და ვალუტა, რომელზეც ჩაგერიცხებათ მოთხოვნილი თანხა. აუცილებლად უნდა მიუთითოთ კონკრეტული თანხის ოდენობა. ასევე, უნდა მიუთითოთ დანიშნულება, რომელსაც ნახავს მოთხოვნის მიმღები პირი და დადასტურების შემთხვევაში ტრანზაქცია შესრულდება აღნიშნული დანიშნულებით.

გადმორიცხული თანხა თქვენს ანგარიშზე აისახება მომენტალურად, როგორც კი დაადასტურებს შესაბამისი პირი მოთხოვნას.

გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენს მოთხოვნას არ მოჰყვა არანაირი რეაგირება შესაბამისი პირის მხრიდან, მოთხოვნა ავტომატურად გაუქმდება 30 დღეში.  ასევე, 30 დღის განმავლობაში თქვენც შეგიძლიათ გააუქმოთ გაგზავნილი მოთხოვნა.