პროდუქტები და სახელმძღვანელოები
(7)1. ანგარიში ფიზიკური პირებისთვის (7)2. ბიზნეს ანგარიში იურიდიული პირებისთვის (9)3. პროფილის პარამეტრები (1)4. ევროპული IBAN ანგარიში (6)5. ანგარიშის გაზიარება დამატებითი მომხმარებლისთვის (13)6. გადარიცხვები ადგილობრივ და საერთაშორისო ბანკებში (1)7. ჩარიცხვები ადგილობრივი და საერთაშორისო ბანკებიდან (3)8. თანხის კონვერტაცია ანგარიშებზე (28)9. ევროპული Visa ბარათი (2)10. ტრანზაქციები ნაღდი ფულით ბანკის მომსახურების ცენტრში (5)11. ტრანზაქციები ბარკოდით - QR კოდით (10)12. Paysera Checkout - საგადახდო ჰაბი (4)13. Paysera რითეილერი (7)14. ავტომატური გადარიცხვები (7)15. გადახდის განაწილება (7)16. თანხის ჩარიცხვის მოთხოვნა (4)17. პაროლით დაცული გადარიცხვა (6)18. ანგარიში ,,დანაზოგი" (1)19. საჩივრები და მომხმარებლების უკუკავშირი (1)20. პერსონალურ მონაცემთა დაცვა 21. ესქრო მომსახურება - დაემატება მალე (1)22. საკონტაქტო ინფორმაცია
15.01. რა არის და როგორ მუშაობს გადახდის განაწილების ფუნქციონალი

 

 

გადახდის განაწილების ფუნქციონალის გამოყენებით შეგიძლიათ, თქვენს მიერ გადახდილი თანხის შესაბამისად, გაუგზავნოთ ჩარიცხვის მოთხოვნა თქვენთვის სასურველ პირს/პირებს. რის შედეგადაც ყველა შესაბამისი პირი მიიღებს თანხის გადარიცხვის მოთხოვნას განხორციელებული ტრანზაქციის ვალუტის და თანხის შესაბამისად. თავდაპირველად გადახდილი თანხა გაიყოფა პროპორციულად თქვენს მიერ არჩეულ პირთა რაოდენობაზე, თქვენივე ჩათვლით.

მაგალითად, მეგობრებთან ერთად ლანჩზე გადაიხადეთ 100,00 ლარი, რომლის გაყოფაც 5 პირზე გსურთ. იმის ნაცვლად, რომ მეგობრებს გაუგზავნოთ ანგარიშის ნომერი, თანხის მოცულობა, ვალუტა და გადარიცხვისათვის საჭირო სხვა მონაცემები, შეგიძლიათ მარტივად, Paysera Super App-ის საშუალებით, ისარგებლოთ გადახდის განაწილების  ფუნქციონალით და შესაბამის 4 მეგობარს გაუგზავნოთ მოთხოვნა თანხის მარტივად გადმოსარიცხად. თანხა განაწილდება 5 პირზე პროპორციულად და არჩეული 4 პირი მიიღებს 20.00 ლარის ჩარიცხვის მოთხოვნას თქვენგან, რომელიც ავტომატურად გამოუჩნდებათ თავიანთ Paysera Super App-ის პროფილზე. გადამოწმების შემდეგ კი მხოლოდ ტრანზაქციის დადასტურება დასჭირდებათ. 

გადახდის განაწილების მოთხოვნის გაგზავნა შესაძლებელია ისეთ თანხაზე, ტრანზაქციაზე, რომელიც უკვე ასახული გაქვს ანგარიშზე. 

მოთხოვნის გაგზავნისას არ არის შესაძლებელი ვალუტის, თანხის და ანგარიშის ნომრის ცვლილება. მოთხოვნა იგზავნება იმავე თანხაზე და ვალუტაზე, რაშიც თქვენ განახორციელეთ გადახდა.

შესაბამის პირსაც, ვისაც მიუვა თქვენგან გადახდის განაწილების მოთხოვნა, არ შეუძლია რაიმე სახის ცვლილების შეტანა. იგი აირჩევს მხოლოდ თავის ანგარიშს, რომლიდანაც თანხის გადმორიცხვა სურს და დაადასტურებს მოთხოვნას.  მიმღებს ასევე შეუძლია არ დაგიდასტუროთ მოთხოვნა და გააუქმოს იგი. 

მოთხოვნილი თანხა ჩაგერიცხებათ იმავე ანგარიშის ნომერზე, რომლიდანაც გადაიხადეთ თანხა.  ასევე, მოთხოვნის გაგზავნისას და თანხის გადმორიცხვისას დანიშნულებაში მითითებული ინფორმაცია არ იცვლება.

გადმორიცხული თანხა თქვენს ანგარიშზე აისახება მომენტალურად, როგორც კი დაადასტურებს შესაბამისი პირი მოთხოვნას.

გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენს მოთხოვნას არ მოჰყვა არანაირი რეაგირება შესაბამისი პირის მხრიდან, მოთხოვნა ავტომატურად გაუქმდება 30 დღეში.  ასევე, 30 დღის განმავლობაში თქვენც შეგიძლიათ გააუქმოთ გაგზავნილი მოთხოვნა.