პროდუქტები და სახელმძღვანელოები
(7)1. ანგარიში ფიზიკური პირებისთვის (7)2. ბიზნეს ანგარიში იურიდიული პირებისთვის (9)3. პროფილის პარამეტრები (1)4. ევროპული IBAN ანგარიში (6)5. ანგარიშის გაზიარება დამატებითი მომხმარებლისთვის (13)6. გადარიცხვები ადგილობრივ და საერთაშორისო ბანკებში (1)7. ჩარიცხვები ადგილობრივი და საერთაშორისო ბანკებიდან (3)8. თანხის კონვერტაცია ანგარიშებზე (28)9. ევროპული Visa ბარათი (2)10. ტრანზაქციები ნაღდი ფულით ბანკის მომსახურების ცენტრში (5)11. ტრანზაქციები ბარკოდით - QR კოდით (10)12. Paysera Checkout - საგადახდო ჰაბი (4)13. Paysera რითეილერი (7)14. ავტომატური გადარიცხვები (7)15. გადახდის განაწილება (7)16. თანხის ჩარიცხვის მოთხოვნა (4)17. პაროლით დაცული გადარიცხვა (6)18. ანგარიში ,,დანაზოგი" (1)19. საჩივრები და მომხმარებლების უკუკავშირი (1)20. პერსონალურ მონაცემთა დაცვა 21. ესქრო მომსახურება - დაემატება მალე (1)22. საკონტაქტო ინფორმაცია
12.01. რა არის Paysera Checkout - საგადახდო ჰაბი

 

 

თუ გაქვთ ან გეგმავთ ელექტრონული მაღაზიის შექმნას და ფიქრობთ, თუ როგორ მიიღოთ თქვენი მომხმარებლებისგან გადახდები მარტივად, სწრაფად და დაბალი საკომისიოთი, ეს პროდუქტი თქვენთვისაა. 

პეისერა ბანკი საქართველო გთავაზობთ ონლაინ გადახდების დამუშავების  მარტივ  გადაწყვეტილებას - Paysera Checkout - საგადახდო ჰაბი.

ეს არის  მარტივად ინტეგრირებადი API ფუნქციონალი, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ გადახდები მარტივად სხვადასხვა ვალუტაში, დაზოგოთ დრო და ფინანსები. თქვენს მომხმარებლებს კი ეძლევათ შესაძლებლობა მესამე მხარის ვებ გვერდზე გადამისამართების გარეშე გადაიხადონ პროდუქციის თუ მომსახურების თანხა.  თქვენ შეგიძლიათ მარტივად აკონტროლოთ მიღებული გადახდები ნებისმიერი ადგილიდან Paysera Super App-ის ან ინტერნეტ ბანკის მეშვეობით, დროის რეალურ რეჟიმში და მიიღოთ შეტყობინებები ყველა გადახდაზე. 

Paysera Checkout - საგადახდო ჰაბი მოიცავს 40-ზე მეტ ისეთ ცნობილ პლაგინს, როგორებიცაა  WooCommerce,  Shopify, Wordpress,  Prestashop, Opencart, Magento, Ecwid, Facebook და მარავლი სხვა.  რაც მთავარია პლაგინები არის უფასო და მათი ინტეგრაცია თქვენს ელექტრონულ მაღაზიასთან ძალიან მარტივია. პლაგინების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს გვერდზე -  პლაგინები და პლატფორმები.

პროდუქტი წარმატებულად გამოიყენება 13,000-ზე მეტი ელექტრონული მაღაზიის მიერ, მთელი მსოფლიოს გარშემო და მომხმარებელთა რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდება.

Paysera Checkout - საგადახდო ჰაბის მეშვეობით შესაძლებელია გადახდების მიღება სხვადასხვა მეთოდებით, როგორიცაა საგადახდო ბარათები, Paysera-ში გახსნილი ანგარიში, ინეტრნეტ ბანკი და სხვა.  გთხოვთ, იხილოთ დეტალური ინფორმაცია გადახდების ტიპების შესახებ და შესაბმისი ტექნიკური აღწერილობა. 

API ფუნციონალის სრული აღწერილობა, ტექნიკური დოკუმენტაცია და ინტეგრაციისათვის საჭირო სრული დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ტექნიკური დოკუმენტაციის გვერდზე.