პროდუქტები და სახელმძღვანელოები
(7)1. ანგარიში ფიზიკური პირებისთვის (7)2. ბიზნეს ანგარიში იურიდიული პირებისთვის (9)3. პროფილის პარამეტრები (1)4. ევროპული IBAN ანგარიში (6)5. ანგარიშის გაზიარება დამატებითი მომხმარებლისთვის (13)6. გადარიცხვები ადგილობრივ და საერთაშორისო ბანკებში (1)7. ჩარიცხვები ადგილობრივი და საერთაშორისო ბანკებიდან (3)8. თანხის კონვერტაცია ანგარიშებზე (28)9. ევროპული Visa ბარათი (2)10. ტრანზაქციები ნაღდი ფულით ბანკის მომსახურების ცენტრში (5)11. ტრანზაქციები ბარკოდით - QR კოდით (10)12. Paysera Checkout - საგადახდო ჰაბი (4)13. Paysera რითეილერი (7)14. ავტომატური გადარიცხვები (7)15. გადახდის განაწილება (7)16. თანხის ჩარიცხვის მოთხოვნა (4)17. პაროლით დაცული გადარიცხვა (6)18. ანგარიში ,,დანაზოგი" (1)19. საჩივრები და მომხმარებლების უკუკავშირი (1)20. პერსონალურ მონაცემთა დაცვა 21. ესქრო მომსახურება - დაემატება მალე (1)22. საკონტაქტო ინფორმაცია
9.15. ბარათის საკომისიოები და ტარიფები

 

ევროპული Visa ბარათით გადახდისას ან ბანკომატიდან ნაღდი ფულის გატანისას შესაძლოა დაგეკისროთ საკომისიო. საკომისიო და მისი ოდენობა დამოკიდებულია ქვეყანაზე და ვალუტაზე, რომელშიც ხორციელდება ტრანზაქცია ან ნაღდი ფულის გატანა.

 

საკომისიო ბარათით ონლაინ ან POS ტერმინალებში გადახდისას:

  • თუ გადახდა ხორციელდება ევროკავშირის ქვეყნებში ევროს ვალუტაში  - ტრანზაქცია ყოველთვის უფასოა.
  • თუ გადახდა ხორციელდება ევროკავშირის ქვეყნებში ევროსგან განსხვავებულ ვალუტაში, თითო ტრანზაქციის საკომისიო  შეადგენს -  0.10 ევროს, ხოლო ვალუტის კონვერტაციის საკომისიომ შესაძლოა შეადგინოს 0.7%. 
  • თუ გადახდა ხორციელდება ევროკავშირის გარეთ (ნებისმიერ ვალუტაში) – თითო ტრანზაქციის საკომისიო შეადგენს -  0.10 ევროს, ხოლო ვალუტის კონვერტაციის საფასურმა შესაძლოა შეადგინოს 1.2%.

 

ბანკომატიდან თანხის განაღდების საკომისიო:

  • თუ თანხის განაღდება ხორციელდება ევროკავშირის ქვეყნებში ევროს ვალუტაში - განაღდების საკომისიო შეადგენს ფიქსირებულად - 1 ევროს თითო ტრანზაქციაზე. 
  • თუ თანხის განაღდება ხორციელდება ევროკავშირის ქვეყნებში, ევროსგან განსხვავებულ ვალუტაში, თითო ტრანზაქციის საკომისიო  შეადგენს-  1 ევროს,   ხოლო ვალუტის კონვერტაციის საკომისიომ შესაძლოა შეადგინოს 1.8%.
  • თუ თანხის განაღდება ხორციელდება ევროკავშირის გარეთ ევროსგან განსხვავებულ ვალუტაში, თითო ტრანზაქციის საკომისიო შეადგენს-  1.5  ევროს,   ხოლო ვალუტის კონვერტაციის საკომისიომ შესძლოა შეადგინოს 1.8%.

 

ბარათით თანხის განაღდებისას, სისტემა ავტომატურად ითვლის განაღდების საკომისიოს და ჩამოჭრის საბარათე ანგარიშიდან.  

რა მოხდება, თუ ბარათის ანგარიშზე არ არის საკმარისი თანხა საკომისიოს ჩამოსაჭრელად? ასეთ შემთხვევებში, მაგალითად, თუ მომხმარებელს სურს 10.00 ევროს გამოტანა ბარათიდან და ანგარიშზე მხოლოდ 10.00 ევრო აქვს, ის სრულად გაანაღდებს 10.00 ევროს,  ხოლო განაღდების საკომისო ანგარიშიდან ჩამოიჭრება მოგვიანებით, ანგარიშის შევსებისთანავე. ანგარიში გავა მინუსში და დაიფარება ანგარიშზე თანხის მოხვედრისთანავე. 

 

ბარათის საკომისიოებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე.