პროდუქტები და სახელმძღვანელოები
(7)1. ანგარიში ფიზიკური პირებისთვის (7)2. ბიზნეს ანგარიში იურიდიული პირებისთვის (9)3. პროფილის პარამეტრები (1)4. ევროპული IBAN ანგარიში (6)5. ანგარიშის გაზიარება დამატებითი მომხმარებლისთვის (13)6. გადარიცხვები ადგილობრივ და საერთაშორისო ბანკებში (1)7. ჩარიცხვები ადგილობრივი და საერთაშორისო ბანკებიდან (3)8. თანხის კონვერტაცია ანგარიშებზე (28)9. ევროპული Visa ბარათი (2)10. ტრანზაქციები ნაღდი ფულით ბანკის მომსახურების ცენტრში (5)11. ტრანზაქციები ბარკოდით - QR კოდით (10)12. Paysera Checkout - საგადახდო ჰაბი (4)13. Paysera რითეილერი (7)14. ავტომატური გადარიცხვები (7)15. გადახდის განაწილება (7)16. თანხის ჩარიცხვის მოთხოვნა (4)17. პაროლით დაცული გადარიცხვა (6)18. ანგარიში ,,დანაზოგი" (1)19. საჩივრები და მომხმარებლების უკუკავშირი (1)20. პერსონალურ მონაცემთა დაცვა 21. ესქრო მომსახურება - დაემატება მალე (1)22. საკონტაქტო ინფორმაცია
6.04. გადარიცხვა ბანკის გარეთ

 

პეისერა ბანკი საქართველოს გარეთ შეგიძლიათ განახორციელოთ როგორც სალარე, ისე სავალუტო გადარიცხვები. 

 

სალარე გადარიცხვები:

ბანკის გარეთ სალარე გადარიცხვების განხორციელება შეგიძლიათ მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე კომერციულ ბანკებში. გადარიცხვები სრულდება IBAN ანგარიშების გამოყენებით. 

 

სავალუტო/საერთაშორისო გადარიცხვები:

გთავაზობთ შეასრულოთ საერთაშორისო გადარიცხვები ისევე მარტივად, სწრაფად და იაფად, როგორც ადგილობრივ გადარიცხვებს ასრულებთ. სავალუტო გადარიცხვების შესრულება  შეგიძლიათ 20+ სხვადასხვა  ვალუტაში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.

პეისერა ბანკი საქართველო, როგორც Paysera-ს ქსელი წევრი, თანამშრომლობს სხვადასხვა საგადახდო სისტემებთან, რაც გვაძლევს შესაძლებლობას შემოგთავაზოთ მოქნილი საგადახდო სისტემა, სწრაფი გადარიცხვებით და დაბალი საკომისიო გადასახადით.

პირველად საქართველოში, თქვენ შეგიძლიათ თქვენი საბანკო ანგარიშიდან გადარიცხოთ ევრო SEPA და SEPA Instant სისტემის მეშვეობით ევროპის ეკონომიკური არეალის  ქვეყნებში. დეტალური ინფორმაცია ევროს გადარიცხვებთან, შესრულების დროებთან და საკომისიოებთან დაკავშირებით გთხოვთ იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე.  ევროსგან განსხვავებულ ვალუტაში შესრულებულ გადარიცხვებთან დაკავშირებული საკომისიოები, შესრულების ვადა და ასევე ყველა შესაძლო ვალუტის ჩამონათვალი გთხოვთ იხილოთ მითითებულ გვერდზე. 

 

ბანკის გარეთ გადარიცხვა Paysera Super App-ის გამოყენებით:

გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია Paysera Super App-ში > მთავარ მენიუში აირჩიეთ გადარიცხვა > ახალი გადარიცხვა > აირჩიეთ საბანკო გადარიცხვა > მიუთითეთ  მიმღების დასახელება > მიუთითეთ მიმღების ანგარიშის ნომერი > აირჩიეთ ანგარიში და ვალუტა, საიდან გსურთ თანხის გადარიცხვა >  მიუთითეთ თანხა > თუ ანგარიშის ნომრის ველში მითითებულია IBAN ფორმატის ანგარიშის ნომერი, სისტემა ავტომატურად ამოგიგდებთ მიმღები ბანკის დასახელებას და Swift კოდს. თუ არ გაქვთ მითითებული IBAN ფორმატის ანგარიშის ნომერი, გთხოვთ მიუთითოთ მიმღები ბანკის დასახელება და Swift კოდი >  მიუთითეთ დანიშნულება > მიუთითეთ მიმღების მისამართი დეტალურად >  დაადასტურეთ გადარიცხვა. 

 

ბანკის გარეთ გადარიცხვა ინტერნეტ ბანკის გამოყენებით:

გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ინტერნეტ ბანკში > მთავარ მენიუში აირჩიეთ გადარიცხვები > საბანკო გადარიცხვა > აირჩიეთ ანგარიში და ვალუტა, საიდან გსურთ თანხის გადარიცხვა > მიუთითეთ საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი > მიუთითეთ  მიმღების დასახელება >  ანგარიშის ნომერი > თუ ანგარიშის ნომრის ველში მითითებულია IBAN ფორმატის ანგარიშის ნომერი, სისტემა ავტომატურად ამოგიგდებთ მიმღები ბანკის დასახელებას და Swift კოდს. თუ არ გაქვთ მითითებული IBAN ფორმატის ანგარიშის ნომერი, გთხოვთ მიუთითოთ მიმღები ბანკის დასახელება და Swift კოდი > მიუთითეთ მიმღების მისამართი დეტალურად > მიუთითეთ თანხა >  დანიშნულება >  სურვილის შემთხვევაში შეინახეთ გადარიცხვის შაბლონი >  დაადასტურეთ გადარიცხვა ან სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ,,დაიმახსოვროთ როგორც დაუდასტურებელი" და შესრულების თარიღის გასვლამდე დაადასტუროთ მოგვიანებით. 

 

! გთხოვთ გაითვალისწინოთ: საერთაშორისო გადარიცხვების შემთხვევაში დანიშნულებაში მკაფიოდ უნდა მიუთითოთ გადარიცხვის დანიშნულება და ბანკში გამოაგზავნოთ გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი, როგორიცაა ინვოისი, ხელშეკრულება და ა.შ. ბანკმა შეიძლება მოგთხოვოთ დამატებითი დოკუმენტების მიწოდებაც.