პროდუქტები და სახელმძღვანელოები
(7)1. ანგარიში ფიზიკური პირებისთვის (7)2. ბიზნეს ანგარიში იურიდიული პირებისთვის (9)3. პროფილის პარამეტრები (1)4. ევროპული IBAN ანგარიში (6)5. ანგარიშის გაზიარება დამატებითი მომხმარებლისთვის (13)6. გადარიცხვები ადგილობრივ და საერთაშორისო ბანკებში (1)7. ჩარიცხვები ადგილობრივი და საერთაშორისო ბანკებიდან (3)8. თანხის კონვერტაცია ანგარიშებზე (28)9. ევროპული Visa ბარათი (2)10. ტრანზაქციები ნაღდი ფულით ბანკის მომსახურების ცენტრში (5)11. ტრანზაქციები ბარკოდით - QR კოდით (10)12. Paysera Checkout - საგადახდო ჰაბი (4)13. Paysera რითეილერი (7)14. ავტომატური გადარიცხვები (7)15. გადახდის განაწილება (7)16. თანხის ჩარიცხვის მოთხოვნა (4)17. პაროლით დაცული გადარიცხვა (6)18. ანგარიში ,,დანაზოგი" (1)19. საჩივრები და მომხმარებლების უკუკავშირი (1)20. პერსონალურ მონაცემთა დაცვა 21. ესქრო მომსახურება - დაემატება მალე (1)22. საკონტაქტო ინფორმაცია
3.01. მომხმარებლის პროფილში შესვლა და ავტორიზაციის/შესვლის დამატებითი დადასტურება

 

მომხმარებლის პროფილის, ანგარიშების და მონაცემების უსაფრთხოების უმაღლესი დონის უზრუნველსაყოფად, ასევე რაც შეიძლება მოსახერხებელი და სწრაფად შესვლის მიზნით, ჩვენ შემოგთავაზებთ ინტერნეტ ბანკში და/ან Paysera Super App-ში შესვლის -ავტორიზაციის სამ  გზას.

თავდაპირველად  გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ავტორიზაციის (შესვლისათვის საჭირო მომხმარებლის) სახელი, რომელიც არის ელ.ფოსტის მისამართი ან ტელეფონის ნომერი, Paysera ავტორიზაციის  ფანჯარაში და შესვლის გასაგრძელებლად აირჩიოს 3 ხელმისაწვდომი გზიდან ერთ-ერთი:

  1. გაიარეთ ავტორიზაცია Paysera Super App-ის საშუალებით.
  2. გაიარეთ ავტორიზაცია მობილური ხელმოწერით.
  3. გაიარეთ ავტორიზაცია პაროლით. ამ მეთოდის არჩევის  და ანგარიშზე შესვლის შემდეგ, თქვენ კიდევ ერთხელ უნდა დაადასტუროთ თქვენი შესვლა. Paysera სისტემაში შეგიძლიათ აირჩიოთ დამატებითი ვერიფიკაციის მოსახერხებელი და უსაფრთხო მეთოდი, რომელიც თქვენთვის მისაღებია და რომელიც აკმაყოფილებს თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებას.

მარცხენა მენიუში დააჭირეთ პარამეტრებს > პროფილის პარამეტრები, აირჩიეთ ავტორიზაციის მეთოდები და დამატებითი ავთენტიფიკაცია. გახსნილ ფანჯარაში აირჩიეთ ავტორიზაციის უსაფრთხოების დონე, რომელიც თქვენთვის ყველაზე მეტად არის მისაღები:

  • მობილური აპლიკაცია - ინტერნეტ ბანკში შესვლისას, აპლიკაციაში გამოგიჩნდებათ ერთჯერადი დადასტურების კოდი;
  • მობილური ტელეფონი - ერთჯერადი დადასტურების კოდი გამოიგზავნება თქვენ მობილურის ნომერზე sms სახით.
  • მობილური ხელმოწერა  - დადასტურების კოდი გაიგზავნება თქვენს ძირითად ტელეფონის ნომერზე.