პროდუქტები და სახელმძღვანელოები
(7)1. ანგარიში ფიზიკური პირებისთვის (7)2. ბიზნეს ანგარიში იურიდიული პირებისთვის (9)3. პროფილის პარამეტრები (1)4. ევროპული IBAN ანგარიში (6)5. ანგარიშის გაზიარება დამატებითი მომხმარებლისთვის (13)6. გადარიცხვები ადგილობრივ და საერთაშორისო ბანკებში (1)7. ჩარიცხვები ადგილობრივი და საერთაშორისო ბანკებიდან (3)8. თანხის კონვერტაცია ანგარიშებზე (28)9. ევროპული Visa ბარათი (2)10. ტრანზაქციები ნაღდი ფულით ბანკის მომსახურების ცენტრში (5)11. ტრანზაქციები ბარკოდით - QR კოდით (10)12. Paysera Checkout - საგადახდო ჰაბი (4)13. Paysera რითეილერი (7)14. ავტომატური გადარიცხვები (7)15. გადახდის განაწილება (7)16. თანხის ჩარიცხვის მოთხოვნა (4)17. პაროლით დაცული გადარიცხვა (6)18. ანგარიში ,,დანაზოგი" (1)19. საჩივრები და მომხმარებლების უკუკავშირი (1)20. პერსონალურ მონაცემთა დაცვა 21. ესქრო მომსახურება - დაემატება მალე (1)22. საკონტაქტო ინფორმაცია
2.02. იურიდიული პირის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია

იმისათვის, რომ ისარგებლოთ Paysera-ს ევროპული ბიზნეს ანგარიშის სრული მომსახურებით, აუცილებელია გაიაროთ იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცედურა.

 

იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის გავლა შესაძლებელია: 

 

იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის ფორმა*: 

- Paysera Super App ან/და ინტერნეტ ბანკის მეშვეობით :

ბიზნეს ანგარიშის გასახსნელად საჭირო დოკუმენტები უნდა იყოს ატვირთული სისტემაში იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის გავლის პროცესში. ბანკი უფლებამოსილია ოფიციალურ რეესტრზე პირდაპირი წვდომით მოიპოვოს აღნიშნული დოკუმენტაცია.

იმ შემთხვევაში თუ ბანკის მიერ ვერ მოხერხდა რეესტრიდან საჭირო დოკუმენტების მოპოვება, მომხმარებელი ვალდებულია ბანკს წარუდგინოს დოკუმენტები ორიგინალის ან შესაბამისი წესით დამოწმებული ასლის სახით, 60 კალენდარული დღის განმავლობაში.

შენიშვნა! დაუშვებელია იურიდიული პირის ელექტრონული იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია, თუ მისი საქმიანობის სფერო დაკავშირებულია კრიპტო აქტივებთან, ფორექსთან, აზარტულ თამაშებთან და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებთან.

 

პეისერა ბანკი საქართველოს მომსახურების ცენტრში:

ბიზნეს ანგარიშის გასახსნელად საჭირო დოკუმენტები (გარდა სამართლებრივი აქტებისა და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ წარმოებული იურიდიული პირების ოფიციალურ რეესტრზე პირდაპირი წვდომით მოპოვებული დოკუმენტისა) ბანკს წარედგინება ორიგინალის ან შესაბამისი წესით დამოწმებული ასლის სახით.

 

* წარსადგენი დოკუმენტების ზუსტი ჩამონათვალი დამოკიდებულია კომპანიის იურიდიულ ფორმაზე. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, წინასწარ დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურს.

 

! გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბანკი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მომსახურებას ახორციელებს რისკზე დაფუძნებული მიდგომის, ასევე "იცნობდე შენს კლიენტს" პრინციპის საფუძველზე. აქედან გამომდინარე ანგარიშის გახსნამდე შესაძლოა, ბანკმა მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა.