პროდუქტები და სახელმძღვანელოები
(7)1. ანგარიში ფიზიკური პირებისთვის (7)2. ბიზნეს ანგარიში იურიდიული პირებისთვის (9)3. პროფილის პარამეტრები (1)4. ევროპული IBAN ანგარიში (6)5. ანგარიშის გაზიარება დამატებითი მომხმარებლისთვის (13)6. გადარიცხვები ადგილობრივ და საერთაშორისო ბანკებში (1)7. ჩარიცხვები ადგილობრივი და საერთაშორისო ბანკებიდან (3)8. თანხის კონვერტაცია ანგარიშებზე (28)9. ევროპული Visa ბარათი (2)10. ტრანზაქციები ნაღდი ფულით ბანკის მომსახურების ცენტრში (5)11. ტრანზაქციები ბარკოდით - QR კოდით (10)12. Paysera Checkout - საგადახდო ჰაბი (4)13. Paysera რითეილერი (7)14. ავტომატური გადარიცხვები (7)15. გადახდის განაწილება (7)16. თანხის ჩარიცხვის მოთხოვნა (4)17. პაროლით დაცული გადარიცხვა (6)18. ანგარიში ,,დანაზოგი" (1)19. საჩივრები და მომხმარებლების უკუკავშირი (1)20. პერსონალურ მონაცემთა დაცვა 21. ესქრო მომსახურება - დაემატება მალე (1)22. საკონტაქტო ინფორმაცია
1.06. ანგარიშის დახურვა. Paysera-ს პროფილის წაშლა

თუ გსურთ ყველა არსებული ანგარიშის დახურვა და თქვენი პროფილის სრულად გაუქმება, ამისათვის გთხოვთ შეასრულოთ შემდეგი მოქმედებები: 

  • თუ გერიცხებათ რაიმე სახის დავალიანება, გთხოვთ პირველ რიგში უზრუნველყოთ მისი დაფარვა. თანხა შეგიძლიათ შეიტანოთ პეისერა ბანკი საქართველოს მომსახურების ცენტრში ან ჩარიცხოთ ნებისმიერი ბანკიდან. თანხის ჩასარიცხად შეგიძლიათ ისარგებლოთ ანგარიშის შევსების ინსტრუქციით ინტერნეტ ბანკის ან Paysera Super App-ის მეშვეობით. 

Ინტერნეტ ბანკი  -  Გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ინტერნეტ ბანკში > გადადით მენიუში ,,ანგარიშები და ბარათები” > აირჩიეთ მენიუ ,,ანგარიშის შევსება” > აირჩიეთ თქვენი  ანგარიში, რომელზეც გსურთ თანხის ჩარიცხვა > მიუთითეთ ქვეყანა და ვალუტა > დააჭირეთ ღილაკს ,,საბანკო რეკვიზიტების გენერირება”  > იხილეთ და შესაბამისად გამოიყენეთ მოცემული რეკვიზიტები. 

Paysera Super App     -  გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია Paysera Super App-ში > აირჩიეთ მენიუ ,,შევსება” > აირჩიეთ თქვენი ანგარიში, რომელზეც გსურთ თანხის ჩარიცხვა > მიუთითეთ ქვეყანა და ვალუტა > დააჭირეთ ღილაკს ,,ანგარიშის რეკვიზიტები” > იხილეთ და შესაბამისად გამოიყენეთ მოცემული რეკვიზიტები. 

 

  • თუ ანგარიშის ბალანსზე გაქვთ თანხა,  გთხოვთ გაანულოთ ანგარიში მის დახურვამდე. Შეგიძლიათ გაიტანოთ თანხა სალაროდან პეისერა ბანკი საქართველოს მომსახურების ცენტრში ან გადარიცხოთ თქვენთვის სასურველ ბანკში.  
  • თუ თქვენ სარგებლობთ ევროპული VISA ბარათით პირველ რიგში უნდა გააუქმოთ ბარათი. ბარათის გაუქმება უფასოა.  ბარათის გასაუქმებლად  მენიუში აირჩიეთ: ანგარიშები და ბარათები > საგადახდო ბარათები > აირჩიოთ ბარათი, რომლის გაუქმებაც გსურთ > დააჭირეთ ღილაკს  ,,დროებით დაბლოკვა/გაუქმება“ და აირჩიეთ ,,სამუდამოდ დაბლოკვა“. ბარათის გაუქმებისას ასევე შეწყდება ბარათის მომსახურების ხელშეკრულება და ბარათის გამოყენება აღარ იქნება შესაძლებელი. 

 

მას შემდეგ რაც დარწმუნდებით, რომ შეასრულეთ ზემოთ მოცემული ყველა ქმედება, შეგეძლებათ დახუროთ ანგარიში/ანგარიშები და გააუქმოთ პროფილი.   

ასევე, თქვენი დადასტურებული ელ. ფოსტის მისამართიდან შეგიძლიათ გამოაგზავნოთ მოთხოვნა ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურში ელ. ფოსტზე: support@paysera.ge და ჩვენ ვუზრუნველვყოფთ ანგარიშის/ანგარიშების დახურვას და თქვენი პროფილის გაუქმებას.